მარნეულში წვევამდელების მშობლებთან შეხვედრა გაიმართა

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო აღრიცხვის, გაწვევისა და რეკრუტირების მარნეულის მუნიციპალიტეტის განყოფილების ორგანიზებით, წვევამდელების მშობლებთან შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრის ფარგლებში თავდაცვის სამინისტროსა და მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებმა იმ ახალგაზრდების მშობლებს, რომლებმაც ნებაყოფლობით აირჩიეს სამხედრო სამსახური, მადლობის წერილები გადასცეს.

მათ აღნიშნეს, რომ ახალგაზრდების გადაწყვეტილება ქვეყნის თავდაცვისა და უსაფრთხოების საქმეში მნიშვნელოვანი წვლილია.

ღონისძიებას მარნეულის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე ვახტანგ ნადირაძე დაესწრო.

კომენტარის დატოვება

თარგმნეთ »