დონალდ ტრამპის სპეციალური წარმომადგენელი ახლო აღმოსავლეთის საკითხებში ვლადიმერ პუტინთან შეხვედრას გეგმავს
სტივ უიტკოფი მიმდინარე კვირას მოსკოვში ჩასვლას და რუსეთის პრეზიდენტთან, ვლადიმერ პუტინთან შეხვედრას გეგმავს. ტრამპის სპეცწარმომადგენლის ვიზიტი საუდის არაბეთში აშშ-ისა და უკრაინის დელეგაციების მიერ გამართული შეხვედრის შემდეგ მოხდება, რამაც, შესაძლოა, ომის დასრულებას დაუდოს დასაბამი.
ეს უიტკოფის პუტინთან მეორე შეხვედრა იქნება. პირველად ტრამპის სპეცწარმომადგენელი მოსკოვში თებერვალში ჩავიდა. მაშინ ის რუსეთის ციხეში მყოფ ამერიკის მოქალაქის, მაკრ ფოგელის გათავისუფლების საკითხზე მუშაობდა. მაშინ უიტკოფმა პუტინთან სამსაათიანი მოლაპარაკებები გამართა.
ინფორმაციას Axios-ი ავრცელებს.