გვანცა ზადიშვილმა და ნინა თიბილაშვილმა მსოფლიოს თასზე რაპირით ასპარეზობაში ვერცხლისა და ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს
სან-პაულოში ეტლით ფარიკაობაში მსოფლიოს თასის ტურნირი მიმდინარეობს. ქართველმა პარამოფარიკავე გვანცა ზადიშვილმა რაპირით ასპარეზობაში ვერცხლის მედალი მოიპოვა, ნინა თიბილაშვილი კი ბრინჯაოს დასჯერდა.
ტურნირზე ასევე რაპირით ასპარეზობაში ვერცხლის მედალი მოიპოვა ირმა ხეცურიანმა, რომელმაც ფინალური შეხვედრა იაპონელ პარასპორტსმენთან დათმო.
სან-პაულოს ტურნირზე ხმლით ფარიკაობაში ირმა ხეცურიანმა და ნინა თიბილაშვილმა ჩემპიონობა იზეიმეს, გვანცა ზადიშვილი კი ვიცე-ჩემპიონი გახდა.
საქართველოს სპორტის სამინისტრო.

