ქართველი პარა ძიუდოისტების წარმატება 2025 წლის პირველ ტურნირზე
პარა ძიუდოში (J1) უსინათლოთა შორის ჰაიდელბერგში მიმდინარე გერმანიის საერთაშორისო ტურნირზე, ჩვენმა პარა ძიუდოისტებმა მიშიკო შიობრიშვილმა და რამინი ყიფშიძემ მაღალი სინჯის მედლები მოიპოვეს.
მიშიკო შიობრიშვილმა 81კგ. წონით კატეგორიაში იასპარეზა. ნახევარფინალურ ბრძოლაში კანადელი მოწინააღმდეგე დაამარცხა,ფინალში ყაზახ პარა ძიუდოისტთან დათმო ბრძოლა და ვეცხლის პრიზიორი გახდა.
ამავე ტურნირზე რამინი ყიფშიძე 95 კგ.წონაში გამოვიდა, ბრიტანელ მიწინააღმდეგესთან შეხვედრისას დამარცხდა და ბრინჯაოს მედალს დასჯერდა.
ვულოცავთ ჩვენს პარა ძიუდოისტებს 2025 წლის წარმატებით დაწყებას და მომავალშიც წარმატებებს ვუსურვებთ.


