ქვემო ქართლში უფასო სკრინინგის აქციები ჩატარდება

ქვემო ქართლის რეგიონში მოქალაქეებს შესაძლებლობა ექნებათ, უფასოდ ჩაიტარონ სხვადასხვა დაავადების სკრინინგული კვლევები.
აქციის ფარგლებში ჩატარდება:
🔹 ძუძუსა და საშვილოსნოს ყელის კიბოს სკრინინგი;
🔹 არტერიული ჰიპერტენზიისა და პროსტატის კვლევები;
🔹 კოლორექტული კიბოს სკრინინგი;
🔹 B და C ჰეპატიტების, ასევე აივ ინფექცია/შიდსის კვლევები.
გამოკვლევები ადგილზე, თანამედროვე მეთოდებითა და კვალიფიციური სამედიცინო პერსონალის მიერ ჩატარდება.
აქციები ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსა და დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ორგანიზებით გაიმართება.