მარნეულში ქალაქის მთავარი სახალხო დღესასწაული ,,მარნეულობა 2026″ გაიმართა

25 სექტემბერს, ქალაქ მარნეულში, ძეგლის „კიდევაც დაიზრდებიან“ მიმდებარე სკვერში, სახალხო დღესასწაული – „მარნეულობა 2026“ გაიმართა.
ღონისძიებას მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ამირან გიორგაძე,მერთან დაურ ისმაილოვთან, საქართველოს პარლამენტის წევრ ვიქტორ ჯაფარიძესთან, საქართველოს სახელმწიფო მინისტრის მოადგილე შოთა რეხვიაშვილთან, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულ ილია ჯალაღანიასთან, აზერბაიჯანის რესპუბლიკის ელჩ ფაიკ გულიევთან, მარნეულისა და ჰუჯაბის ეპარქიის ეპისკოპოს მეუფე გიორგი ჯამდელიანთან და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად დაესწრო.


სადღესასწაულო სივრცეში სტუმრებს დახვდათ თემატური ინსტალაციები, ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა, ეთნო-კულინარიული და ეთნოგრაფიული სივრცეები.
გაიმართა ყურძნის დაწურვის, პურის ცხობისა და ჩურჩხელის ამოვლების მასტერკლასები, ასევე მოეწყო საბავშვო-გასართობი სივრცე, ანიმატორების შოუ და ფოტოსივრცე.
დღის განმავლობაში სხვადასხვა სპორტული აქტივობა ჩატარდა. გამარჯვებულ სპორტსმენებს მედლები, სიგელები და ფასიანი საჩუქრები გადაეცათ.


სადღესასწაულო განწყობაზე ზრუნავდნენ შემოქმედებითი ჯგუფები და მომღერლები – შაბან მამედოვი, სოფო ბედია, მუსიკალური ჯგუფი „ქართული ხმები“, აზერბაიჯანიდან მოწვეული მომღერალი DAMLA და DJ Sako.
„მარნეულობა 2026“ საზეიმო ფოიერვერკით დასრულდა.