მარნეულის მერი ეუთოს უმაღლეს კომისარს შეხვდა

მარნეულის მუნიციპალიტეტის მერი დაურ ისმაილოვი, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულ ილია ჯალაღანიასთან და მარნეულის საკრებულოს თავმჯდომარე ამირან გიორგაძესთან ერთად, ეროვნული უმცირესობების საკითხებში ეუთოს უმაღლეს კომისარ კრისტოფ კამპს შეხვდა. სამუშაო შეხვედრის მთავარი თემები ქვემო ქართლში, მათ შორის მარნეულის მუნიციპალიტეტში, ეთნიკური უმცირესობების წინაშე არსებული გამოწვევები და მათი ინტეგრაციის ხელშეწყობის მიმართულებით განხორციელებული ღონისძიებები იყო. მხარეებმა ისაუბრეს ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ…

წაიკითხეთ მეტი

მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულო განცხადებას ავრცელებს

მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომა 2026 წლის 2 სექტემბერს, 12:00 საათზე გაიმართება. ამის შესახებ ინფორმაციას მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატი ავრცელებს.

წაიკითხეთ მეტი

მარნეულის საკრებულოს კომისიამ 2026 წლის ბიუჯეტის შესრულების ანგარიში განიხილა

მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო კომისიამ მორიგი სხდომა გამართა, სადაც 2026 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის II კვარტლის შესრულების ანგარიში მოისმინეს. სხდომას საკრებულოს თავმჯდომარე ამირან გიორგაძე, თავმჯდომარის მოადგილე რიჩარდ გიგანი და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარის, ზურაბ ჭონიშვილის ხელმძღვანელობით, ბიუჯეტის შესრულების ანგარიშთან ერთად, მუნიციპალიტეტის მასშტაბით მიმდინარე და განსახორციელებელი პროექტებიც განიხილეს. შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა მუნიციპალიტეტში მიმდინარე პროექტების…

წაიკითხეთ მეტი

მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულო განცხადებას ავრცელებს

,,2026 წლის პირველ სექტემბერს 12:00 საათზე გაიმართება მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის სხდომა.”- ნათქვამია განცხადებაში,რომელსაც მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატი ავრცელებს.

წაიკითხეთ მეტი

მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიაში მოქალაქეთა მიღების დღეები გრძელდება

მარნეულის მუნიციპალიტეტის მერი მოქალაქეთა მიღების დღეების ფარგლებში მოსახლეობასთან შეხვედრებს აგრძელებს. ამის შესახებ ინფორმაციას მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.  მუნიციპალიტეტის მერმა, დაურ ისმაილოვმა, მოქალაქეებთან მორიგი შეხვედრა გამართა და მათ საჭიროებებსა და მუნიციპალიტეტში არსებულ გამოწვევებს გაეცნო. მერიის განცხადებით, მოქალაქეებთან უშუალო კომუნიკაცია და მათი საჭიროებების მოსმენა ადგილობრივი თვითმმართველობის ერთ-ერთ მნიშვნელოვან პრიორიტეტს წარმოადგენს. 

წაიკითხეთ მეტი

მარიამობის დღესასწაულთან დაკავშირებით პენიტენციურ დაწესებულებებში დამატებითი ამანათების მიღება იწყება

მარიამობის დღესასწაულთან დაკავშირებით, სპეციალური პენიტენციური სამსახური ბრალდებულებისა და მსჯავრდებულებისთვის დამატებითი ამანათების მიღებას იწყებს. ამანათების ჩაბარება პენიტენციურ დაწესებულებებში 26 და 27 აგვისტოს, 09:00-დან 18:00 საათამდე იქნება შესაძლებელი. ამანათის სახით დაშვებული პროდუქტებია: დამატებითი ინფორმაციისთვის მოქალაქეებს შეუძლიათ, მიმართონ სპეციალური პენიტენციური სამსახურის ცხელ ხაზს – 1500. სამსახურის განცხადებით, ამანათების მიღების პროცესი შეუფერხებლად განხორციელდება.

წაიკითხეთ მეტი

მარნეულში ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებისთვის HR მენეჯმენტის თემაზე ტრენინგი ჩატარდა

მარნეულში ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებისთვის ადამიანური რესურსების მართვისა და სტრატეგიული HR მენეჯმენტის საკითხებზე ტრენინგ-კურსი გაიმართა. სემინარის ფარგლებში მონაწილეებმა მიიღეს ცოდნა ადამიანური რესურსების ეფექტიანი მართვის,თანამშრომელთა პროფესიული განვითარების და ორგანიზაციული საქმიანობის გაუმჯობესების მიმართულებით. ტრენინგის მიზანს საჯარო მოხელეების პროფესიული უნარების გაძლიერება, კვალიფიკაციის ამაღლება და სამუშაო პროცესის ეფექტიანობის გაზრდა წარმოადგენდა. ღონისძიება ადგილობრივი თვითმმართველობის თვითმმართველობის წარმომადგენლების პროფესიული განვითარების ხელშეწყობას და თანამედროვე…

წაიკითხეთ მეტი

მარნეულის მერი წარმატებულ აბიტურიენტებს სტუდენტობას ულოცავს

დაურ ისმაილოვი ერთიანი ეროვნული გამოცდების წარმატებით ჩაბარებას და სტუდენტობას მუნიციპალიტეტში მცხოვრებ ახალგაზრდებს ულოცავს. მერის განცხადებით, ახალგაზრდების წარმატება მათი შრომის, მონდომებისა და მიზანდასახულობის შედეგია და თითოეული მათგანის მიღებული ცოდნა მომავალში მუნიციპალიტეტისა და ქვეყნის განვითარებაში მნიშვნელოვან როლს შეასრულებს. „თქვენი წარმატება ჩვენი მუნიციპალიტეტისთვის განსაკუთრებული სიამაყეა. მჯერა, თითოეული თქვენგანი მიღებულ ცოდნას საკუთარი მომავლის, ჩვენი მუნიციპალიტეტის და ქვეყნის განვითარებისთვის გამოიყენებს“,…

წაიკითხეთ მეტი

მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ამირან გიორგაძე ახალგაზრდებს სტუდენტური ცხოვრების დაწყებას ულოცავს

მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ამირან გიორგაძე ერთიან ეროვნულ გამოცდებში წარმატებულ ყველა აბიტურიენტს, განსაკუთრებით კი მარნეულელ სტუდენტებს, მიღწეულ წარმატებას ულოცავს. „მჯერა, თქვენს ცოდნასა და გამოცდილებას მოახმართ როგორც ჩვენი მშობლიური მუნიციპალიტეტის, ისე სამშობლოს წინსვლას!“ – აღნიშნავს ამირან გიორგაძე. საკრებულოს თავმჯდომარე მადლობას უხდის წარმატებული სტუდენტების მშობლებსა და პედაგოგებს, რომელთა მხარდაჭერამ და შრომამ ახალგაზრდების წარმატებაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა. ამირან…

წაიკითხეთ მეტი

ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი სვანიძესტუდენტებს სტუდენტობას ულოცავს

ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ყველა ახალგაზრდას,რომელმაც ერთიანი ეროვნული გამოცდები წარმატებით ჩააბარა, სტუდენტობასულოცავს, განსაკუთრებით კი ბოლნისელ ახალგაზრდებს.„სტუდენტობას გულითადად ვულოცავ ყველას, ვინც ერთიანი ეროვნული გამოცდებიწარმატებით ჩააბარა, განსაკუთრებით კი ჩვენს ბოლნისელ ახალგაზრდებს.თქვენი მონდომება და თავდადება დღეს ახალი შესაძლებლობებისკენ მიმავალ გზადიქცა. წინ გელოდებათ ცხოვრების ახალი, საინტერესო და მნიშვნელოვანი ეტაპი,რომელიც უამრავ გამოცდილებას, ცოდნასა და შესაძლებლობას მოგცემთ.ახალგაზრდობა ჩვენი ქვეყნის ყველაზე დიდი…

წაიკითხეთ მეტი
თარგმნეთ »