მარნეულის ბაზარში ოქროს მაღაზიის მოვაჭრეებს ესროლეს
მარნეულის ბაზარში მდებარე ოქროს მაღაზიის მოვაჭრეებს ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლეს. შემთხვევის შედეგად დაჭრილია მამა-შვილი. დაშავებულები ადგილზე მყოფმა მოვაჭრეებმა საავადმყოფოში გადაიყვანეს. მომხდარის მიზეზი ამ დროისთვის უცნობია.