ბოლნისის მერის ზამურ ჭითანავას მილოცვა პატრიარქს
დღეს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის 93-ე იუბილეა. ბოლნისის მერი ზამურ ჭითანავა პატრიარქს დიდი სიყვარულითა და პატივისცემით ულოცავს.
“დღეს საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის ილია II-ის იუბილეა. დიდი სიყვარულითა და პატივისცემით ვულოცავ ჩვენს პატრიარქს 93 წლისთავს.
მისი ღვაწლი განუზომელია ქართველი ერის წინაშე. ვუსურვებ ჯანმრთელობასა და მხნეობას ქვეყნის საკეთილდღეოდ!”- წერს ზამურ ჭითანავა სოციალურ ქსელში.