რა მდგომარეობაა ფარავნის უღელტეხილზე – შესაძლებელია თუ არა ავტოტრანსპორტის გადაადგილება
შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის კოდა–ფარცხისი–მანგლისი–წალკა–ნინოწმინდის საავტომობილო გზის კმ94–კმ146 მონაკვეთზე (ფარავნის უღელტეხილი – ნინოწმინდა) მსუბუქი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია, ხოლო მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის გადაადგილება კვლავ შეზღუდულია.
კმ1–კმ94 მონაკვეთზე (კოდა – აიაზმა) ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.
ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.