„ვფიქრობ, გაუგებრობაა… გლოვა უნდა ვაცალოთ ოჯახებს“ – რას ამბობენ წერეთლის გამზირზე დაღუპული ტაქსის მძღოლის მეგობრები

თბილისში, წერეთლის გამზირზე მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას 23 წლის თამარ გერმანიშვილი და ტაქსის მძღოლი იგორ ენიგბარიანი ემსხვერპლნენ. ორივე მათგანი თელავიდან იყო.

დაღუპული ტაქსის მძღოლის მეგობარი მომხდარს დიდ ტრაგედიად აფასებს და აცხადებს, რომ იგორ ენიგბარიანის დადანაშაულებას ვერ ეთანხმება. მისი თქმით, იგორი წლების განმავლობაში ემსახურებოდა მგზავრებს და მის მიმართ არასდროს გაჟღერებულა საყვედური. ის საზოგადოებას მოუწოდებს, ოჯახებს გლოვის დრო მისცენ და ნაჩქარევი შეფასებებისგან თავი შეიკავონ.

„რამხელა ტრაგედია დატრიალდა. ულამაზესი გოგო და ჩვენი საყვარელი იგორი დაიღუპნენ. ვერ დავუშვებ, რომ რამეს არასწორს გააკეთებდა, ვფიქრობ, გაუგებრობაა. გლოვა უნდა ვაცალოთ ოჯახებს, ამ ტკივილის გადატანა და ვითარება გაირკვევა. წლებია, ჩვენი მეგობარი მგზავრებს ემსახურება და ერთი საყვედური არ მოგვისმენია. ეს ამბავი თავზარივით დაგვეცა, ნუ ავტეხთ მითქმა-მოთქმას, სწორი არ არის მიცვალებულების ოჯახებთან,”- ამბობს დაღუპული ტაქსის მძღოლის მეგობარი.

ავარიიდან მეორე დღეს, თამარ გერმანიშვილის დამ სოციალურ ქსელში დაწერა, რომ მისი და მოკლეს და პასუხისმგებლობას გარდაცვლილ ტაქსის მძღოლს აკისრებდა.

მომხდართან დაკავშირებით სამართალდამცველების მიერ დაწყებულია გამოძიება.

Leave a Reply

თარგმნეთ »

Discover more from Region News

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading