ტრამპი ვენესუელას მიმართ მეორე სამხედრო დარტყმის შესაძლებლობაზე საუბრობს
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, ნიკოლას მადუროს დაკავების შემდეგ, თუ ვენესუელას ადმინისტრაციის დარჩენილი წევრები უარს იტყვიან თანამშრომლობაზე ქვეყანაში ვითარების გამოსწორების მიზნით, შეერთებულმა შტატებმა შესაძლოა ვენესუელაზე მეორე სამხედრო დარტყმა განახორციელოს.
ტრამპის თქმით, ვაშინგტონი მოვლენების განვითარებას ყურადღებით აკვირდება და ყველა შესაძლო ვარიანტს განიხილავს.