საქართველოს სახელით მოასპარეზე მოფარიკავე ალექსანდრა კუვაევა ევროპის ვიცე-ჩემპიონია

თურქეთში იუნიორებსა და კადეტებს შორის ევროპის ჩემპიონატი მიმდინარეობს. ხმლით მოფარიკავე იუნიორებს შორის საქართველოს სახელით მოასპარეზე ალექსანდრა კუვაევამ ვერცხლის მედალი მოიპოვა. ფინალი მან ნეიტრალური ათლეტის სტატუსით მოასპარეზე სპორტსმენთან ანგარიშით 11:15 დათმო.

იუნიორ ქალთა კატეგორიაში ალექსანდრა კუვაევა საქართველოს სახელით მოასპარეზე პირველი სპორტსმენია, რომელმაც კონტინენტის პირველობაზე მედალი მოიპოვა.

მან მეოთხედფინალსა და ნახევარფინალში იტალიელი სპორტსმენები დაამარცხა.

ქართველი მოფარიკავეები კონტინენტის პირველობაზე საქართველოს სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით იმყოფებიან.


საქართველოს სპორტის სამინისტრო

შეიძლება იყოს 1 ადამიანი and ტექსტი გამოსახულება

Leave a Reply

თარგმნეთ »

Discover more from Region News

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading