ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური დიდთოვლობის შედეგად დაზარალებულთა დასახმარებლად აქტიურად მუშაობს

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორი, გენერალ-მაიორი კობა კობალაძე დღეს იმერეთის რეგიონს ესტუმრა, სადაც ბაღდათსა და ვანში ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურისა და ა(ა)იპ „ახალგაზრდობა და ვეტერანები ეროვნული თავდაცვისა და უსაფრთხოებისთვის“ მობილური ჯგუფების მიერ, დიდთოვლობის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის დახმარების მიზნით, ჩატარებულ სალიკვიდაციო სამუშაოებს გაეცნო.

სამსახურის დირექტორმა, ასევე, შეხვედრა გამართა ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერთან, კახა ენუქიძესთან. კობა კობალაძე დეტალურად გაეცნო რეგიონში არსებულ კრიზისულ მდგომარეობას და ქალაქის მერს, სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოებში, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის მობილური ჯგუფების მაქსიმალურ ჩართულობას დაჰპირდა.

ინფორმაციისთვის სამსახურის ხელმძღვანელობის გადაწყვეტილებით, მთელი ქვეყნის მასშტაბით, რეგიონული სამმართველოების წარმომადგენლებისა და ვეტერანებისგან შექმნილი მობილური ჯგუფები, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან კოორდინაციით, სტიქიის პირველი დღეებიდანვე, აქტიურად ჩაერთნენ დიდთოვლობის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის დახმარების პროცესში.

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური მჭიდროდ თანამშრომლობს შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურთან; გადაცემულია სამობილიზაციო ჯგუფების სიები და სატრანსპორტო საშუალებათა მონაცემები.

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური აქვე გაცნობებთ, რომ დიდთოვლობის შედეგად დაზარალებულ მოქალაქეებს, შეუძლიათ, დაუკავშირდნენ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის რეგიონულ წარმომადგენლობებს:

გურია:

ოზურგეთი_ 599 094 977;

ლანჩხუთი_ 591 007 795;

ჩოხატაური_577 95 79 03.

აჭარის ა/რ:

ბათუმი_ 593 01 02 00;

ქობულეთი_ 599 79 03 06;

ხულო, ქედა, შუახევი- 577 71 51 18.

იმერეთი – 551 90 00 17.

Leave a Reply

თარგმნეთ »

Discover more from Region News

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading