მარნეულში ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს

მარნეულის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელმა პირებმა, საკრებულოს წევრებმა და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებმა ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულ გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკეს და მათ ხსოვნას პატივი მიაგეს. მემორიალთან გმირთა სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი მამა გიორგი ჩიქოვანმა გადაიხადა. ღონისძიებას დაღუპული გმირების მშობლები, ოჯახის წევრები და ადგილობრივი მოსახლეობა ესწრებოდნენ. მუნიციპალიტეტის გადაწყვეტილებით, აფხაზეთსა და სამაჩაბლოში დაღუპული ჯარისკაცების ოჯახებს სასაჩუქრე კალათები და ფულადი დახმარება…

წაიკითხეთ მეტი

მარნეულში 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს

მარნეულის მუნიციპალიტეტის მერმა დაურ ისმაილოვმა, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპული გმირების ხსოვნას პატივი მიაგო და გმირთა მემორიალი გვირგვინითა და ყვავილებით შეამკო. მემორიალთან დაღუპულთა სულების მოსახსენებელი პანაშვიდიც გადაიხადეს, რომელსაც გმირების ოჯახის წევრები, სამხედროები და თვითმმართველობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. დაურ ისმაილოვმა აღნიშნა, რომ აგვისტოს ომიდან 18 წლის შემდეგაც გმირების თავდადება ქვეყნის უახლესი ისტორიის მნიშვნელოვანი…

წაიკითხეთ მეტი

მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიაში მოქალაქეთა მიღების დღეები გრძელდება

მარნეულის მუნიციპალიტეტის მერმა მოქალაქეთა მორიგი მიღების ფარგლებში სხვადასხვა სოფლის მცხოვრებლებს უმასპინძლა, მოისმინა მათი საჭიროებები და გამოწვევები. შეხვედრისას რამდენიმე სოციალური საკითხი ადგილზე გადაიჭრა, ხოლო სხვა მოთხოვნებზე შესაბამისი რეაგირება დაიგეგმა. „მოქალაქეებისგან მათი საჭიროებების მოსმენა ყოველთვის მნიშვნელოვანია ოპერატიული რეაგირებისა და ეფექტიანი გადაწყვეტილებების მისაღებად,“ – აღნიშნა მარნეულის მუნიციპალიტეტის მერმა.

წაიკითხეთ მეტი

მარნეულის მუნიციპალიტეტში ახალგაზრდული იდეების მხარდაჭერა კიდევ უფრო ძლიერდება!

მარნეულის მუნიციპალიტეტის მერის, დაურ ისმაილოვის ინიციატივით, პროგრამის „ახალგაზრდობის მხარდაჭერა“ ფარგლებში ახალგაზრდული იდეების დაფინანსება 30 000 ლარიდან 90 000 ლარამდე გაიზარდა. ასევე, მნიშვნელოვნად გაიზარდა ერთი პროექტისთვის გამოყოფილი მაქსიმალური დაფინანსებაც – 3 000 ლარის ნაცვლად, ახლა ახალგაზრდულ ინიციატივას მუნიციპალიტეტი 10 000 ლარამდე დააფინანსებს. 🔹 ცვლილებების მიზანია:• ახალგაზრდული ინიციატივების მხარდაჭერის გაძლიერება;• სამოქალაქო აქტიურობისა და ჩართულობის წახალისება;• ინოვაციური იდეების…

წაიკითხეთ მეტი

რუსთავში გრძელვადიანი განვითარების სტრატეგიული დოკუმენტის პროექტის საჯარო განხილვა გაიმართა

რუსთავის ახალგაზრდობის სასახლეში ქალაქის გრძელვადიანი განვითარების სტრატეგიული დოკუმენტის პროექტის საჯარო განხილვა გაიმართა. დოკუმენტი მოსახლეობას რუსთავის მერმა, ნინო ლაცაბიძემ, მერიის გუნდთან ერთად წარუდგინა. შეხვედრას ესწრებოდნენ ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული ილია ჯალაღანია, საქართველოს პარლამენტის დელეგატი ირაკლი შატაკიშვილი, რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარე მამუკა რეხვიაშვილი, ასევე ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები და მოქალაქეები. მუნიციპალიტეტებში გრძელვადიანი განვითარების სტრატეგიების შემუშავება საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის,…

წაიკითხეთ მეტი

მარნეულის მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრთან არსებულმა ქორეოგრაფიულმა ანსამბლმა „იბერია“ იტალიის დედაქალაქ რომში წარმატებული გასტროლი გამართა.

მარნეულის მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრთან არსებული ქორეოგრაფიული ანსამბლის მიერ იტალიის დედაქალაქ რომში წარმოდგენილმა პროგრამამ მაყურებლის დიდი მოწონება და ხანგრძლივი აპლოდისმენტები დაიმსახურა. მოცეკვავეებმა მაღალი პროფესიონალიზმით, გამორჩეული ოსტატობითა და ენერგიული შესრულებით ქართული ეროვნული ცეკვის მრავალფეროვნება და სილამაზე ღირსეულად წარმოაჩინეს საერთაშორისო სცენაზე. რომში გამართული კონცერტი ქართული კულტურის ღირსეული წარდგენა იყო, რომელმაც უცხოელ მაყურებელს კიდევ ერთხელ გააცნო საქართველოს მდიდარი კულტურული…

წაიკითხეთ მეტი

მარნეულის მუნიციპალიტეტში გრძელვადიანი განვითარების სტრატეგიული დოკუმენტის პროექტის საჯარო განხილვა გაიმართა

მარნეულის მუნიციპალიტეტის მერმა დაურ ისმაილოვმა, პირველ მოადგილე გიორგი გოდაბრელიძესთან ერთად, მოსახლეობას მუნიციპალიტეტის განვითარების ხედვა და დაგეგმილი პროექტები გააცნო.გრძელვადიანი განვითარების სტრატეგიის მიზანია მარნეულის მუნიციპალიტეტის მდგრადი, თანმიმდევრული და შედეგზე ორიენტირებული განვითარება. ღონისძიებას ესწრებოდნენ ქვემო ქართლის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული ილია ჯალაღანია, მისი პირველი მოადგილე იოსებ ალიბეგაშვილი, მოადგილე ავთანდილ ჭრიკიშვილი, საქართველოს პარლამენტის წევრი ზაურ დარგალი, მარნეულის მუნიციპალიტეტის სტრატეგიული დოკუმენტი…

წაიკითხეთ მეტი

მარნეულის მუნიციპალიტეტის გრძელვადიანი განვითარების სტრატეგიის პროექტის საჯარო განხილვა გაიმართა

მარნეულის მუნიციპალიტეტში გრძელვადიანი განვითარების სტრატეგიის პროექტის საჯარო განხილვა გაიმართა. შეხვედრას ესწრებოდნენ მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ამირან გიორგაძე, საქართველოს პარლამენტის წევრი ზაურ დარგალი, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული ილია ჯალაღანია, ასევე ადგილობრივი ხელისუფლების, მედიისა და საზოგადოების წარმომადგენლები. მუნიციპალიტეტის მერმა დაურ ისმაილოვმა დამსწრეებს მუნიციპალიტეტის განვითარების ხედვა და დაგეგმილი პროექტები წარუდგინა. პრეზენტაცია კითხვა-პასუხის ფორმატში წარიმართა, რაც მონაწილეებს შესაძლებლობას აძლევდა, მათთვის…

წაიკითხეთ მეტი

დღეს ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მორიგი სხდომა გაიმართა, რომელსაც საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი სვანიძე უძღვებოდა.

სხდომის დასაწყისში თავმჯდომარემ დეპუტატებს დღის წესრიგი წარუდგინა, რის შემდეგაც წარმომადგენლობითმა ორგანომ დღის წესრიგით გათვალისწინებული ორი საკითხი განიხილა. საკრებულომ დაამტკიცა ბოლნისის მუნიციპალიტეტის საგანგებო მართვის გეგმა, რომელიც განსაზღვრავს ბუნებრივი და ტექნოგენური საფრთხეების პრევენციის, მზადყოფნის, ეფექტიანი რეაგირებისა და საგანგებო სიტუაციების შედეგების შემცირების ღონისძიებებს. დოკუმენტი დეპუტატებს მერიის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსმა გიორგი გასვიანმა წარუდგინა. გეგმა მოიცავს მუნიციპალიტეტში არსებული რისკების შეფასებას,…

წაიკითხეთ მეტი

“Bank of Georgia”nın kassa aparatı funksiyalı terminalı – mikro və kiçik biznes üçün kart ödənişlərinə 0% komissiya

“Bank of Georgia”nın kassa aparatı funksiyalı terminalı – mikro və kiçik biznes üçün kart ödənişlərinə 0% komissiya “Bank of Georgia” mikro və kiçik biznesə dəstəyini davam etdirir və onlara kassa aparatı funksiyasına malik yeni POS-terminal təklif edir. Terminal biznesə standart terminalları və kassa aparatlarını bir cihazla əvəz etmək imkanı yaradır ki, bu da onların biznes…

წაიკითხეთ მეტი
თარგმნეთ »