მარნეულის მუნიციპალიტეტის გრძელვადიანი განვითარების სტრატეგიის პროექტის საჯარო განხილვა გაიმართა
მარნეულის მუნიციპალიტეტში გრძელვადიანი განვითარების სტრატეგიის პროექტის საჯარო განხილვა გაიმართა. შეხვედრას ესწრებოდნენ მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ამირან გიორგაძე, საქართველოს პარლამენტის წევრი ზაურ დარგალი, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული ილია ჯალაღანია, ასევე ადგილობრივი ხელისუფლების, მედიისა და საზოგადოების წარმომადგენლები.
მუნიციპალიტეტის მერმა დაურ ისმაილოვმა დამსწრეებს მუნიციპალიტეტის განვითარების ხედვა და დაგეგმილი პროექტები წარუდგინა. პრეზენტაცია კითხვა-პასუხის ფორმატში წარიმართა, რაც მონაწილეებს შესაძლებლობას აძლევდა, მათთვის საინტერესო საკითხებზე დამატებითი ინფორმაცია მიეღოთ.
სიტყვით გამოსვლისას საკრებულოს თავმჯდომარემ ამირან გიორგაძემ აღნიშნა, რომ მუნიციპალიტეტის განვითარების გრძელვადიანი სტრატეგია საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის, ინიციატივით შემუშავდა და მადლობა გადაუხადა დოკუმენტზე მომუშავე ყველა პირს.
მისი თქმით:
„მადლობა მინდა გადავუხადო საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ბატონ ირაკლი კობახიძეს, რომლის ინიციატივით შემუშავდა მუნიციპალური განვითარების გრძელვადიანი სტრატეგიის დოკუმენტი. მადლობა მარნეულის მუნიციპალიტეტის მერს, ბატონ დაურ ისმაილოვს, საინტერესო პრეზენტაციისთვის, ასევე ჩვენი გუნდის თითოეულ წევრსა და ყველა საჯარო მოხელეს, ვინც ამ დოკუმენტზე იმუშავა. ჩვენი მიზანია, არც ერთი მოქალაქის საჭიროება არ დარჩეს ყურადღების მიღმა და სრულად აისახოს ყველა ის საკითხი, რომელიც ჩვენს მოსახლეობას აწუხებს. სწორედ ამიტომ, დიდი პასუხისმგებლობითა და მოსახლეობასთან თანამშრომლობით, ვიზრუნებთ ჩვენი მუნიციპალიტეტის წინსვლასა და კეთილდღეობაზე.“
სტრატეგიული დოკუმენტი საზოგადოებას მერთან ერთად წარუდგინეს მერის პირველმა მოადგილემ გიორგი გოდაბრელიძემ, მერიის სოციალური სამსახურის უფროსმა იოანე ლაშხმა და ადმინისტრაციული სამსახურის სპეციალისტმა თამუნა კიპაროიძემ.
შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის პირველი მოადგილე იოსებ ალიბეგაშვილი, სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე ავთანდილ ჭრიკიშვილი, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეები რიჩარდ გიგანი და ვასილ ხახულაშვილი, საკრებულოს წევრები, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები, მედია და მუნიციპალიტეტის მოსახლეობა.