მარნეულის მუნიციპალიტეტში გრძელვადიანი განვითარების სტრატეგიული დოკუმენტის პროექტის საჯარო განხილვა გაიმართა
მარნეულის მუნიციპალიტეტის მერმა დაურ ისმაილოვმა, პირველ მოადგილე გიორგი გოდაბრელიძესთან ერთად, მოსახლეობას მუნიციპალიტეტის განვითარების ხედვა და დაგეგმილი პროექტები გააცნო.გრძელვადიანი განვითარების სტრატეგიის მიზანია მარნეულის მუნიციპალიტეტის მდგრადი, თანმიმდევრული და შედეგზე ორიენტირებული განვითარება.
ღონისძიებას ესწრებოდნენ ქვემო ქართლის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული ილია ჯალაღანია, მისი პირველი მოადგილე იოსებ ალიბეგაშვილი, მოადგილე ავთანდილ ჭრიკიშვილი, საქართველოს პარლამენტის წევრი ზაურ დარგალი, მარნეულის მუნიციპალიტეტის
სტრატეგიული დოკუმენტი ეფუძნება ადგილობრივი მოსახლეობის საჭიროებებსა და პრიორიტეტებს. მასში განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა ტურიზმის განვითარებას, საგზაო, საგანმანათლებლო, სპორტული და წყალმომარაგების ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებას, რაც მუნიციპალიტეტის სოციალურ-ეკონომიკურ განვითარებას შეუწყობს ხელს.საკრებულოს თავმჯდომარე ამირან გიორგაძე, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები და მოსახლეობა.