მარნეულის მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრთან არსებულმა ქორეოგრაფიულმა ანსამბლმა „იბერია“ იტალიის დედაქალაქ რომში წარმატებული გასტროლი გამართა.

მარნეულის მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრთან არსებული ქორეოგრაფიული ანსამბლის მიერ იტალიის დედაქალაქ რომში წარმოდგენილმა პროგრამამ მაყურებლის დიდი მოწონება და ხანგრძლივი აპლოდისმენტები დაიმსახურა.
მოცეკვავეებმა მაღალი პროფესიონალიზმით, გამორჩეული ოსტატობითა და ენერგიული შესრულებით ქართული ეროვნული ცეკვის მრავალფეროვნება და სილამაზე ღირსეულად წარმოაჩინეს საერთაშორისო სცენაზე.


რომში გამართული კონცერტი ქართული კულტურის ღირსეული წარდგენა იყო, რომელმაც უცხოელ მაყურებელს კიდევ ერთხელ გააცნო საქართველოს მდიდარი კულტურული მემკვიდრეობა და ეროვნული ქორეოგრაფიული ხელოვნების უნიკალურობა.
ქორეოგრაფები: Beso Kiparoidze – Nini Qveladze
