მარნეულში 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს

მარნეულის მუნიციპალიტეტის მერმა დაურ ისმაილოვმა, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპული გმირების ხსოვნას პატივი მიაგო და გმირთა მემორიალი გვირგვინითა და ყვავილებით შეამკო.

მემორიალთან დაღუპულთა სულების მოსახსენებელი პანაშვიდიც გადაიხადეს, რომელსაც გმირების ოჯახის წევრები, სამხედროები და თვითმმართველობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

დაურ ისმაილოვმა აღნიშნა, რომ აგვისტოს ომიდან 18 წლის შემდეგაც გმირების თავდადება ქვეყნის უახლესი ისტორიის მნიშვნელოვანი ნაწილია. მისი თქმით, მარნეული ყოველთვის იამაყებს იმ შვილებით, რომლებმაც სამშობლოს ერთიანობასა და თავისუფლებას საკუთარი სიცოცხლე შესწირეს.

„ზუსტად 18 წელი გავიდა იმ ტრაგიკული დღეებიდან, რომლებმაც ჩვენი ქვეყნის უახლესი ისტორია შეცვალა. 2008 წლის აგვისტომ კიდევ ერთხელ დაგვანახა საქართველოს თავისუფლების ფასი და ჩვენი გმირების თავდადება.

დღეს ქედს ვიხრით იმ გმირების ხსოვნის წინაშე, რომლებმაც სამშობლოს ერთიანობასა და თავისუფლებას საკუთარი სიცოცხლე შესწირეს, როგორც ცხინვალის რეგიონში, ისე აფხაზეთში.

მარნეული ყოველთვის იამაყებს თავისი შვილებით, რომლებმაც საკუთარი სისხლით დაწერეს ჩვენი ქვეყნის თავისუფლების ისტორია. ჩვენი ვალია, შევინარჩუნოთ მათი ხსოვნა და ეს ისტორია მომავალ თაობებს გადავცეთ,“ – განაცხადა მარნეულის მერმა.

Leave a Reply

თარგმნეთ »

Discover more from Region News

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading