მარნეულის მუნიციპალიტეტში ახალგაზრდული იდეების მხარდაჭერა კიდევ უფრო ძლიერდება!
მარნეულის მუნიციპალიტეტის მერის, დაურ ისმაილოვის ინიციატივით, პროგრამის „ახალგაზრდობის მხარდაჭერა“ ფარგლებში ახალგაზრდული იდეების დაფინანსება 30 000 ლარიდან 90 000 ლარამდე გაიზარდა.
ასევე, მნიშვნელოვნად გაიზარდა ერთი პროექტისთვის გამოყოფილი მაქსიმალური დაფინანსებაც – 3 000 ლარის ნაცვლად, ახლა ახალგაზრდულ ინიციატივას მუნიციპალიტეტი 10 000 ლარამდე დააფინანსებს.
🔹 ცვლილებების მიზანია:
• ახალგაზრდული ინიციატივების მხარდაჭერის გაძლიერება;
• სამოქალაქო აქტიურობისა და ჩართულობის წახალისება;
• ინოვაციური იდეების განხორციელების ხელშეწყობა;
• ახალგაზრდებისთვის მეტი შესაძლებლობის შექმნა მარნეულის მუნიციპალიტეტში.
💡 თუ გაქვს იდეა, ახლა მისი განხორციელებისთვის კიდევ უფრო მეტი შესაძლებლობა გაქვს!