ბოლნისის საკრებულოში სამანდატო, საპროცედურო და ეთიკის საკითხთა კომისიის სხდომა გაიმართა

ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოში სამანდატო, საპროცედურო და ეთიკის საკითხთა კომისიის სხდომა გაიმართა, რომელსაც ნონა ყაველაშვილი ხელმძღვანელობდა.

კომისიის წევრებმა განიხილეს მერიის საშტატო ნუსხასა და თანამდებობრივ სარგოებში ცვლილების საკითხი. ცვლილება ითვალისწინებს ერთი შტატის დაქვემდებარების შეცვლას – ეკონომიკის სამსახურის შესაბამისი განყოფილებიდან სივრცითი მოწყობისა და ინფრასტრუქტურის განვითარების სამსახურის სამშენებლო სამუშაოების მონიტორინგის განყოფილებაში გადატანას.

საკითხი კომისიას მერიის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსმა გიორგი გასვიანმა წარუდგინა.

კომისიამ საკითხის საკრებულოს ბიუროს სხდომაზე გატანას მხარი დაუჭირა, რის შემდეგაც მისი საკრებულოს სხდომის დღის წესრიგში შეტანაა დაგეგმილი.

Leave a Reply

თარგმნეთ »

Discover more from Region News

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading