მარნეულის მერი ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლებს შეხვდა

მარნეულის მუნიციპალიტეტის მერმა დაურ ისმაილოვმა, მოადგილეებთან ერთად, ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გამართა.
შეხვედრაზე მუნიციპალიტეტში არსებული მდგომარეობა, მოსახლეობის საჭიროებები და მოქალაქეთა მიერ წამოჭრილი საკითხები განიხილეს.
განსაკუთრებული ყურადღება მოსახლეობის პრობლემებზე დროულ და ეფექტიან რეაგირებას დაეთმო.