მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ამირან გიორგაძე, მერთან დაურ ისმაილოვთან ერთად საქართველოს ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალში მონაწილე მარნეულელ სპორტსმენებსა და მათ მწვრთნელებს შეხვდა.

მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ამირან გიორგაძე, მერთან დაურ ისმაილოვთან ერთად საქართველოს ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალში მონაწილე მარნეულელ სპორტსმენებსა და მათ მწვრთნელებს შეხვდა.
ადგილობრივი თვითმმართველობის ხელმძღვანელმა პირებმა მარნეულელ სპორტსმენებს მიღწეული წარმატება მიულოცეს, მადლობის სიგელები და წახალისების მიზნით, ფულადი ჯილდო გადასცეს.


სპორტსმენები და მათი მწვრთნელები ასევე დააჯილდოვეს მარნეულის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ვასილ ხახულაშვილმა, მერის პირველმა მოადგილემ გიორგი გოდაბრელიძემ და მარნეულის სპორტული სკოლის დირექტორმა მამუკა ნავერიანმა.
