,,2008 წლის 7 აგვისტოს სააკაშვილმა მითხრა, თუ დღეს კიდევ რამე დარღვევა მოხდება, ცხინვალში უნდა შევიდეთო, ვუპასუხე, ზუსტად ამას ელოდებიან რუსები, გეგმას ამზადებენ-მეთქი – ნუ გეშინია, უკვე ყველაფერი შეთანხმებულიაო”-დიმიტრი სანაკოევი

,,2008 წლის 7 აგვისტოს, 5 საათზე დამიბარა პრეზიდენტმა მიშა სააკაშვილმა, მაშინ უკვე პოპოვთან კონფლიქტი იყო და ჩოჩიევთან შეხვედრა ვერ მოახერხეს და ასე მითხრა, რომ ახლა მეც განცხადებას ვაკეთებ, რომ სიტუაცია დავამშვიდოთ, იქნებ თქვენც გააკეთოთ მიმართვა იმ ოსების მიმართ. თუ კიდევ დღეს რამე დარღვევა მოხდება, ეგრევე უნდა შევიდეთო [ცხინვალში].

ვუპასუხე, ზუსტად ამას ელოდებიან რუსები-მეთქი, რომლებიც ამზადებდნენ გეგმას, ქართული ჯარი რომ შევა, რა უნდა გააკეთონ იქაურებმა. რუსები ამას ცდილობენ და ზუსტად ასე ვუთხარი. [სააკაშვილმა მიპასუხა] ყველაფერი შეთანხმებულია უკვე, ნუ გეშინიაო. ვიცოდი, რომ რუსები ამზადებდნენ ოსებს, შეიარაღებულ ძალოვნებს. რუსები იძახდნენ, ქართული ჯარისკაცები და ტანკები რომ შემოვლენ, ამ ადგილზე უნდა იყოთ. ერთი დღე გინდათ თქვენ რომ აქ იომოთ და მერე ჩვენც ჩამოვალთო” – განაცხადა 2006-2022 წლებში სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, დიმიტრი სანაკოევმა, საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე.

Leave a Reply

თარგმნეთ »

Discover more from Region News

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading