მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ საბირქენდში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობის პროექტი დასრულდა.

სოფელ საბირქენდში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობის პროექტი დასრულდა. მარნეულის მუნიციპალიტეტის მერმა დაურ ისმაილოვმა დასრულებული სამუშაოები დაათვალიერა და ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა.

პროექტის ფარგლებში, 6 ქუჩაზე ჯამში 2 კილომეტრამდე გზა დაიგო. სამუშაოების ღირებულებამ 793 000 ლარი შეადგინა და პროექტი ადგილობრივი ბიუჯეტიდან დაფინანსდა.

მოსახლეობასთან შეხვედრაზე სოფლის საჭიროებებს, არსებულ საკითხებსა და სამომავლო გეგმებს განიხილავდნენ.

სამუშაოების დათვალიერებას მარნეულის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ვასილ ხახულაშვილი და თვითმმართველობის წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ.

Leave a Reply

თარგმნეთ »

Discover more from Region News

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading