მარნეულის მუნიციპალიტეტის მერმა დაურ ისმაილოვმა ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალში მონაწილე მარნეულელი სპორტსმენები და მათ მწვრთნელები დააჯილდოვა

მარნეულის მუნიციპალიტეტის მერმა ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალში მონაწილე 8 მარნეულელ სპორტსმენსა და მათ მწვრთნელებს მადლობის სიგელები და ფულადი ჯილდოები გადასცა.
სპორტსმენები და მწვრთნელები ასევე დააჯილდოეს მარნეულის საკრებულოს თავმჯდომარემ ამირან გიორგაძემ, მერის პირველმა მოადგილემ გიორგი გოდაბრელიძემ, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ ვასილ ხახულაშვილმა და მარნეულის სპორტული სკოლის დირექტორმა მამუკა ნავერიანმა.


„საქართველოს ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალზე ქვემო ქართლის ნაკრების შემადგენლობაში მარნეულის მუნიციპალიტეტიდან 8 სპორტსმენი ასპარეზობდა, რომლებმაც საკუთარი შედეგებით მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს გუნდის წარმატებაში.
შევხვდით სპორტსმენებსა და მათ მწვრთნელებს, კიდევ ერთხელ მივულოცეთ მიღწეული შედეგები და მადლობის ნიშნად სიგელები და ფულადი ჯილდოები გადავეცით.
ჩვენთვის მნიშვნელოვანია ახალგაზრდა სპორტსმენების მხარდაჭერა, მათი შესაძლებლობების განვითარება და ჯანსაღი ცხოვრების წესის ხელშეწყობა“, – განაცხადა მარნეულის მერმა.
