25 სექტემბერს მარნეულში „მარნეულობა 2026“ გაიმართება!

მარნეულის მუნიციპალიტეტი მოქალაქეებს სახალხო დღესასწაულზე ეპატიჟება. ღონისძიება „კიდევაც დაიზრდებიან“ ძეგლის მიმდებარე სკვერში გაიმართება და პროგრამა 13:00 საათზე დაიწყება.

🎭 სტუმრებს დახვდებათ საბავშვო და სპორტული სივრცეები, ანიმატორების შოუ, ფოტოსივრცე, ადგილობრივი ნაწარმის გამოფენა-გაყიდვა და მრავალფეროვანი ეთნოგრაფიული პროგრამა.

🍇 ღონისძიების ფარგლებში გაიმართება ყურძნის საზეიმო დაწურვა, თონეში პურის ცხობა, ჩურჩხელების ამოვლება, ფათირის ცხობის მასტერკლასი, ასევე ქართული, აზერბაიჯანული, სომხური და ბერძნული ეთნოკულინარიული სივრცეები.

🎤 საკონცერტო პროგრამა 14:30 საათიდან დაიწყება. მონაწილეობენ შაბან მამედოვი, სოფო ბედია, „ქართული ხმები“, აზერბაიჯანიდან მოწვეული მომღერალი DAMLA და DJ Sako.

🎆 20:00 საათზე — სადღესასწაულო ფოიერვერკი!

🚌 ღონისძიებაზე დასწრების მსურველ მოქალაქეებს მუნიციპალური ტრანსპორტი უფასოდ მოემსახურება.

Leave a Reply

თარგმნეთ »

Discover more from Region News

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading