თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერი, მიხეილ აფციაური ანაზღაურებადი სტაჟირებისპროგრამის ფარგლებში შერჩეულ სტაჟიორს შეხვდა

თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერი მიხეილ აფციაური, მერიაში სტუდენტთა
ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამის ფარგლებში შერჩეულ სტაჟიორს შეხვდა.
შეხვედრაზე მერმა სტაჟიორს წარმატება უსურვა და ახალგაზრდასთან პროფესიული
განვითარების, საჯარო სამსახურში პრაქტიკული გამოცდილების მიღებისა და
მუნიციპალიტეტის საქმიანობის გაცნობის მნიშვნელობაზე ისაუბრა.
პრემიერ-მინისტრის ინიციატივით და საქართველოს მთავრობის დადგენილების
შესაბამისად, პირველი სექტემბრიდან საჯარო დაწესებულებებში ანაზღაურებადი
სტაჟირების კონკურსი გამოცხადდა. კონკურსის შედეგად თეთრიწყაროს
მუნიციპალიტეტის მერიამ ერთი სტაჟიორი შეარჩია და მასთან ხელშეკრულება სამი
თვის ვადით გააფორმა.