გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა მარნეულში მოქმედი საკვები და აგროსამრეწველო საწარმოები დაათვალიერა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა დავით სონღულაშვილმა, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულ ილია ჯალაღანიასთან, მარნეულის მუნიციპალიტეტის მერთან დაურ ისამილოვთან და საკრებულოს თავმჯდომარე ამირან გიორგაძესთან ერთად, მარნეულის მუნიციპალიტეტში მოქმედი საწარმოები დაათვალიერა.

ვიზიტის ფარგლებში მინისტრი „მარნეულის სასურსათო ქარხნის“ საქმიანობას გაეცნო. 2007 წელს დაარსებული საწარმო 50-ზე მეტი სახეობის პროდუქტს აწარმოებს, მათ შორის ტომატის პასტას, ტყემალს, აჯიკას, მარინადებს, საწებლებს, ჯემებსა და მურაბებს. პროდუქცია როგორც საქართველოს ბაზარზე იყიდება, ისე ექსპორტზე, მათ შორის ევროპისა და ამერიკის მიმართულებით, გადის.

დავით სონღულაშვილმა ასევე „ლომთაგორას“ სასოფლო-სამეურნეო სავარგულები დაათვალიერა და ხორბლის წარმოებისა და სელექციის მიმართულებით მიმდინარე სამუშაოებს გაეცნო.

კომპანია ხორბლისა და სიმინდის მოყვანას, სათესლე მეურნეობას, მეცხოველეობასა და აგროპროდუქციის გადამუშავებას ახორციელებს. განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა ქართული ხორბლის ჯიშების გამოცდასა და განვითარებას.

„ლომთაგორას“ საწარმო აღჭურვილია ქვის წისქვილებით, სადაც ქართული ხორბლისა და სიმინდისგან სხვადასხვა სახეობის ფქვილი მზადდება.

➡️ მარნეულის მუნიციპალიტეტში ადგილობრივი წარმოების გაძლიერება, ქართული აგროპროდუქციის განვითარება და საექსპორტო პოტენციალის გაზრდა სოფლის მეურნეობის სექტორის განვითარების ერთ-ერთ მნიშვნელოვან მიმართულებად რჩება.

Leave a Reply

თარგმნეთ »

Discover more from Region News

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading