მარნეულის მუნიციპალიტეტის მერი დაურ ისმაილოვი დამია-გეურარხის ადმინისტრაციული ერთეულის ფერმერებს შეხვდა.

შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა მარნეულში წარმოებული ხილ-ბოსტნის საერთაშორისო ბაზრებზე გატანის შესაძლებლობებზე, ასევე ექსპორტისთვის საჭირო პროცედურებსა და მოთხოვნებზე.
მერმა ფერმერებს ადგილობრივი წარმოების ხელშეწყობისა და პროდუქციის საერთაშორისო ბაზრებზე გასვლის მიმართულებით მუნიციპალიტეტის მაქსიმალური მხარდაჭერა აღუთქვა.
