გიორგი შერმადინის სანაკრებო კარიერის დასრულება განსაკუთრებული პატივისცემითა და მადლიერებით აღნიშნეს

🌟
საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტმა, ვიქტორ სანიკიძემ, შერმადინს გადასცა 202-ნომრიანი მაისური – რიცხვი, რომელიც მისი შეუდარებელი კარიერისა და ეროვნული ნაკრებისთვის გაწეული გამორჩეული ღვაწლის სიმბოლოდ იქცა.

🌟
საქართველოს სპორტის მინისტრმა, შალვა გოგოლაძემ, გიორგი სპეციალური პრიზით დააჯილდოვა.

🌟
ნაკრების მთავარი სპონსორი, „აჭარაბეთი“, შერმადინს 20 000 ლარიანი სპეციალური პრიზი გადასცა – მადლიერების ნიშნად.

🌟
კავკასიის მედიცინის ცენტრმა, რომელიც წლებია ნაკრების ერთგული სამედიცინო პარტნიორია, გამოაცხადა, რომ მომდევნო სამი წლის განმავლობაში სრულად უზრუნველყოფს შერმადინისა და მისი ოჯახის ჯანმრთელობის მომსახურებას.

🎉 ეს დღე გიორგისთვის, გულშემატკივრებისთვის და ქართული სპორტისთვის მნიშვნელოვანი იყო – მადლობის დღე სპორტსმენს, რომელმაც ეროვნული ნაკრების ისტორიაში საკუთარი თავი ოქროს ასოებით დაწერა.

Leave a Reply

თარგმნეთ »

Discover more from Region News

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading