მარნეულელი ახალგაზრდებისთვის ანაკლიის ბანაკში რეგისტრაცია დაიწყო


სსიპ ახალგაზრდობის სააგენტო, „ახალგაზრდული ღონისძიებების ხელშეწყობის პროგრამის“ ფარგლებში, ანაკლიაში ახალგაზრდულ ბანაკს აწყობს.

ბანაკი 3-7 აგვისტოს გაიმართება და მასში მონაწილეობას მარნეულის მუნიციპალიტეტში მცხოვრები 14-17 წლის 30 ახალგაზრდა მიიღებს. მონაწილეები ღია კონკურსის წესით შეირჩევიან.

რეგისტრაციისთვის საჭიროა პირადობის ან დაბადების მოწმობის ასლი, ჯანმრთელობის ცნობა (ფორმა №100 ან ამონაწერი სამედიცინო ისტორიიდან) და მშობლის თანხმობის ფორმა.

თუ გაქვს სურვილი გახდე ანაკლიის ბანაკის ერთ-ერთი მონაწილე, გაიარე რეგისტრაცია მითითებულ ბმულზე. https://docs.google.com/…/1FAIpQLSelgq5h4Q6T6z1jt…/viewform…

განაცხადების მიღება 23 ივლისის ჩათვლით მიმდინარეობს. დამატებითი ინფორმაციის მიღება შესაძლებელია ტელეფონზე: 595 92 81 50.

Leave a Reply

თარგმნეთ »

Discover more from Region News

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading