მარნეულის მუნიციპალიტეტის მერი ადგილობრივ აბიტურიენტებს შეხვდა

მარნეულის მუნიციპალიტეტის მერი, დაურ ისმაილოვი, მოადგილე თეონა ფარჯიანთან ერთად, ადგილობრივ აბიტურიენტებს შეხვდა. შეხვედრა მოსამზადებელი პლატფორმა Tehsil.ge-ის ორგანიზებით, მარნეულის კულტურის სახლში გაიმართა.

შეხვედრაზე მერმა ისაუბრა მუნიციპალიტეტის იმ პროგრამებზე, რომლებიც სტუდენტებისა და ახალგაზრდების მხარდაჭერას ისახავს მიზნად. მისი განცხადებით, მერის ინიციატივით მნიშვნელოვნად გაიზარდა ახალგაზრდული პროექტების დაფინანსება.

კერძოდ, სხვადასხვა კატეგორიის მქონე ადგილობრივი სტუდენტებისთვის ყოველთვიური სამგზავრო დაფინანსება 50 ლარიდან 100 ლარამდე გაიზარდა, ხოლო „ახალგაზრდული იდეების კონკურსის“ ბიუჯეტი 30 000 ლარიდან 90 000 ლარამდე გაიზარდა.

დაურ ისმაილოვმა ახალგაზრდებთან ეროვნული გამოცდების მნიშვნელობაზე, განათლების როლსა და სამომავლო შესაძლებლობებზე ისაუბრა. მან ასევე ყურადღება გაამახვილა პროფესიის სწორად არჩევის მნიშვნელობასა და მუნიციპალიტეტიდან უმაღლეს სასწავლებლებში ჩარიცხული სტუდენტების რაოდენობის ზრდაზე.

Leave a Reply

თარგმნეთ »

Discover more from Region News

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading