მარნეულის საჯარო ბიბლიოთეკის ორგანიზებით მოსწავლეებისთვის საგანმანათლებლო ექსკურსია გაიმართა

მარნეულის საჯარო ბიბლიოთეკის ორგანიზებით შაუმიანის ბიბლიოთეკის მკითხველებისთვის საგანმანათლებლო ექსკურსია მოეწყო ჰოვანეს თუმანიანის სახლ-მუზეუმში, სადაც მოსწავლეებმა პოეტის ბიოგრაფიასა და მის შემოქმედებასთან დაკავშირებული საინტერესო ფაქტები მოისმინეს და მისი საცხოვრებელი გარემო დაათვალიერეს.

ექსკურსიის ფარგლებში მონაწილეები ასევე ესტუმრნენ სურბ გევორგის საკათედრო ტაძარს, ისტორიულ უბანს აბანოთუბანის და ლეღვთახევს, რომელიც აბანოთუბნიდან იწყება და ულამაზესი ჩანჩქერით სრულდება.

საგანმანათლებლო ტური მიზნად ისახავდა მოსწავლეებში კულტურული მემკვიდრეობისადმი ინტერესის გაღრმავებას და ისტორიული ძეგლების გაცნობას.

Leave a Reply

თარგმნეთ »

Discover more from Region News

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading