ნოვრუზ ბაირამი უძველესი დღესასწაულია, რომელიც გაზაფხულის მოსვლას, ბუნების გამოღვიძებას და სიცოცხლის განახლებას აღნიშნავს
დღესასწაულამდე ერთი თვით ადრე, ყოველ სამშაბათს აღინიშნება ნოვრუზის ოთხი “ჩერშენბე”, რომლებიც ოთხ სტიქიას – წყალს, ცეცხლს, ქარს და მიწას – უკავშირდება.
დღეს წყლის ჩერშენბეა. ტრადიციის მიხედვით, ადამიანები წყაროსთან მიდიან, იბანენ და ერთმანეთს წყალს ასხამენ, რადგან სჯერათ, რომ წყლის განახლება კეთილდღეობას და სურვილების ასრულებას მოუტანს.
2009 წელს ნოვრუზ ბაირამი იუნესკოს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის სიაში შევიდა, ხოლო 2010 წელს გაერომ საერთაშორისო დღედ გამოაცხადა.