მარნეულის მერი ნიზამი განჯელის მონუმენტის რესტავრაციის პროცესს გაეცნო

ქალაქ მარნეული-ში XII საუკუნის პოეტის, მოაზროვნისა და ჰუმანისტის, ნიზამი განჯელის დაზიანებული მონუმენტის აღდგენის სამუშაოები მიმდინარეობს.

რესტავრაციის პროცესს გაეცნო დაურ ისამილოვი, რომელმაც განაცხადა, რომ მუნიციპალიტეტმა კომპეტენციის ფარგლებში ოპერატიულად მოახდინა რეაგირება, რათა კულტურული მნიშვნელობის ობიექტი უმოკლეს ვადებში აღდგენილიყო.

მერის თქმით, კულტურული და საზოგადოებრივი მნიშვნელობის მქონე ძეგლების მიმართ ვანდალიზმი მიუღებელია. მან ასევე მადლობა გადაუხადა გაშამ სულეიმანოვი-ს მხარდაჭერისა და რესტავრაციის პროცესში ჩართულობისთვის.

„კულტურული და საზოგადოებრივი მნიშვნელობის მქონე ობიექტების მიმართ ვანდალიზმი ჩვენთვის მიუღებელია. მადლობა მინდა გადავუხადო საქართველოს აზერბაიჯანელთა კონგრესის წევრს, მხატვარსა და რესტავრატორს ბატონ გაშამ სულეიმანოვს მხარდაჭერისთვის და გვერდში დგომისთვის“, – განაცხადა დაურ ისამილოვმა.

შეგახსენებთ, რომ დაახლოებით ორი კვირის წინ მარნეულში ნიზამი განჯელის მონუმენტი დააზიანეს, რის შემდეგაც მისი აღდგენის სამუშაოები დაიწყო

Leave a Reply

თარგმნეთ »

Discover more from Region News

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading