მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ახლოლალოში შიდა გზების რეაბილიტაცია მიმდინარეობს

მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ახლოლალოში შიდა გზების რეაბილიტაციის სამუშაოები აქტიურ რეჟიმში ხორციელდება.
მიმდინარე პროცესს მარნეულის მუნიციპალიტეტის მერი დაურ ისმაილოვი მერიის შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლებთან ერთად ადგილზე გაეცნო.


პროექტის ფარგლებში მოეწყობა 1 393 გრძივი მეტრი სიგრძის გზა, რომლის ღირებულება 684 322 ლარს შეადგენს და სრულად ფინანსდება ადგილობრივი ბიუჯეტიდან.
დაურ ისმაილოვი ადგილობრივ მოსახლეობასაც შეხვდა, მათთან ინფრასტრუქტურულ პროექტზე ისაუბრა და არსებული საჭიროებები მოისმინა.
