მარნეულის მუნიციპალიტეტის მერი სოციალური სერვისების ცენტრს ეწვია

მარნეულის მუნიციპალიტეტის მერი დაურ ისმაილოვი, მერიის ჯანდაცვის, სოციალური უზრუნველყოფის, კულტურის, სპორტის, ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის სამსახურის უფროსთან, იოანე ლაშხთან ერთად, მარნეულის სოციალური სერვისების ცენტრს ეწვია.
ვიზიტის ფარგლებში მუნიციპალიტეტის მერმა ცენტრის ბენეფიციარ ბავშვებს სათამაშოები და სასწავლო-განმავითარებელი მასალები გადასცა. ინიციატივის მიზანია ცენტრის მატერიალურ-ტექნიკური რესურსების განახლება და სპეციალური საჭიროებების მქონე ბავშვებისთვის განვითარებაზე ორიენტირებული გარემოს კიდევ უფრო გაუმჯობესება.


სოფელ ყიზილაჯლოში, ორგანიზაცია „ბავშვი, ოჯახი, საზოგადოების“ ბაზაზე მოქმედ ცენტრში სპეციალური საჭიროებების მქონე ბავშვებისთვის სხვადასხვა სახელმწიფო პროგრამა ხორციელდება. ცენტრის საქმიანობას მარნეულის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობა აქტიურად უჭერს მხარს.
