დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულომ მორიგი სხდომა გამართა
მიმდინარე წლის 29 ივნისს, 12:00 საათზე, დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მორიგი სხდომა გაიმართა.

სხდომის დაწყებამდე საკრებულოს წევრებმა პატივი მიაგეს ფრაქცია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარის, ილია სარსევანიძის ხსოვნას.
სხდომაზე განიხილეს დღის წესრიგით გათვალისწინებული 11 საკითხი, მათ შორის:
- საკრებულოს წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შესახებ ინფორმაციის ცნობად მიღება;
- 2026 წლის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში ცვლილებების შეტანა;
- მერიის საშტატო ნუსხისა და თანამდებობრივი სარგოების ცვლილება;
- მერიის არამუდმივი ამოცანების შესასრულებლად დასაქმებულ პირთა რიცხოვნობის შეთანხმება;
- ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებზე რეაგირებისთვის საჭირო წესისა და ფორმების დამტკიცება;
- მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მდებარე საცხოვრებელი სახლების სახურავების რეაბილიტაციის პროგრამის დამტკიცება;
- 2026 წლის სოციალური ქვეპროგრამების განხორციელების წესებში ცვლილებების შეტანა;
- მუნიციპალიტეტის ქონების 2026 წლის საპრივატიზებო ობიექტების ნუსხასა და გეგმაში ცვლილებების განხილვა;
- მუნიციპალიტეტის უძრავი ქონების იჯარის ფორმით გადაცემასთან დაკავშირებით მერისთვის თანხმობის მიცემა;
- მუნიციპალიტეტის ქონების სარგებლობის უფლებით (იჯარის ფორმით) გადაცემასთან დაკავშირებული საკითხის განხილვა;
- „ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე მუნიციპალური საბჭოს“ 2026–2027 წლების სამოქმედო გეგმაში ცვლილებების შეტანა.
დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხები საკრებულოს წევრებმა განიხილეს და შესაბამისი გადაწყვეტილებები მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად მიიღეს.