მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ შაუმიანში სასმელი წყლის ინფრასტრუქტურული პროექტი მიმდინარეობს

მარნეულის მუნიციპალიტეტის მერი დაურ ისმაილოვი სოფელ შაუმიანში სასმელი წყლის ინფრასტრუქტურული პროექტის მიმდინარეობას გაეცნო.

პროექტის ფარგლებში მოეწყობა ახალი სასმელი წყლის ჭაბურღილი, 2 250 გრძივი მეტრი მაგისტრალური მილსადენი, აშენდება 150 კუბური მეტრის მოცულობის რკინა-ბეტონის რეზერვუარი და საქლორატორო ნაგებობა. პროექტი სოფლისთვის სასმელი წყლის დამატებითი წყაროს შექმნასა და წყალმომარაგების სისტემის გაუმჯობესებას ითვალისწინებს.

🔹 პროექტის ღირებულება: 438 395 ლარი

🔹 დაფინანსება: მარნეულის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტი

💧 პროექტის დასრულების შემდეგ შაუმიანის მოსახლეობა გაუმჯობესებული და უფრო სტაბილური წყალმომარაგებით ისარგებლებს.

Leave a Reply

თარგმნეთ »

Discover more from Region News

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading