მარნეულის მუნიციპალიტეტის ოქროსა და ვერცხლის მედალოსანი მოსწავლეები დაჯილდოვდნენ

მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიის ორგანიზებით, საქართველოს მწერალთა სახლის, მარნეულის საგანმანათლებლო რესურსცენტრისა და ყვარლის ილია ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმის ჩართულობით, მუნიციპალიტეტის წარჩინებული მოსწავლეებისა და მათი პედაგოგებისთვის საგანმანათლებლო-შემეცნებითი ტური მოეწყო.
ტურის ფარგლებში მოსწავლეებმა ყვარელში, ილია ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმი დაათვალიერეს, სადაც ღია გაკვეთილი და დაჯილდოების ცერემონია გაიმართა.


წარჩინებულ მოსწავლეებს მარნეულის მერის მოადგილემ, თეონა ფარჯიანმა, სიმბოლური საჩუქრები გადასცა.
2025–2026 სასწავლო წელს მარნეულის მუნიციპალიტეტში სწავლა წარჩინებით 60-მა მოსწავლემ დაასრულა.
