მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ამირან გიორგაძე მოსწავლეებს, მშობლებსა და პედაგოგებს ახალი სასწავლო წლის დაწყებას ულოცავს.

„ჩემო ძვირფასო მოსწავლეებო, მშობლებო და პედაგოგებო, დიდი პატივისცემითა და სიყვარულით გილოცავთ ახალი სასწავლო წლის დაწყებას! მშვიდობიან და წარმატებულ სასწავლო წელს გისურვებთ!

ეს დღე განსაკუთრებით მინდა მივულოცო ჩვენს პირველკლასელებს, რომლებმაც დღეს პირველად შეაღეს სკოლის კარი.

ჩვენი მიზანია, სკოლებში მოსწავლეთა საჭიროებებზე მორგებული და თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სასწავლო გარემოს შექმნა. სწორედ ამიტომ, მუნიციპალიტეტის მასშტაბით სკოლების მშენებლობა-რეაბილიტაციის პროცესი აქტიურად მიმდინარეობს“, – განაცხადა ამირან გიორგაძემ.

Leave a Reply

თარგმნეთ »

Discover more from Region News

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading