მარნეულის მუნიციპალიტეტის მერმა დაურ ისმაილოვმა ქალაქში არსებული სარწყავი არხის, ე.წ. „გარა არხის“, დასუფთავების სამუშაოები დაათვალიერა.

მარნეულის მუნიციპალიტეტის მერმა, დაურ ისმაილოვმა, ქალაქში არსებული სარწყავი არხის, ე.წ. „გარა არხის“, დასუფთავების სამუშაოები დაათვალიერა.

მერის განცხადებით, არხი დაახლოებით ერთი თვის წინაც გაიწმინდა, თუმცა ამჟამად კვლავ დაბინძურებულია. მისი თქმით, შპს „სუფთა მარნეულის“ თანამშრომლები რეგულარულად ზრუნავენ არხის სისუფთავეზე, თუმცა პრობლემის სრულად მოგვარება მოსახლეობის აქტიური ჩართულობისა და პასუხისმგებლობის გარეშე შეუძლებელია.

„დაახლოებით ერთი თვის წინ ვიყავით ადგილზე და არხი გავასუფთავეთ, დღეს კი ისევ იგივე სურათია. შპს „სუფთა მარნეულის“ თანამშრომლები მუდმივად ზრუნავენ არხის სისუფთავეზე, თუმცა შედეგის მიღწევა მოქალაქეების თანადგომისა და პასუხისმგებლობის გარეშე შეუძლებელია. მოვუწოდებ მოსახლეობას, ერთად შევინარჩუნოთ ჩვენი მუნიციპალიტეტის სისუფთავე,“ – განაცხადა დაურ ისმაილოვმა.

მუნიციპალიტეტი მოსახლეობას მოუწოდებს, არ დააბინძურონ სარწყავი არხები და გარემოს სისუფთავის დაცვაში საკუთარი წვლილი შეიტანონ.

Leave a Reply

თარგმნეთ »

Discover more from Region News

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading