მარნეულის მუნიციპალიტეტის მერი სახიფათო ნარჩენების მართვის საკითხზე გამართულ სამუშაო შეხვედრას დაესწრო

მარნეულის მუნიციპალიტეტის მერი დაურ ისამილოვი თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში, მსოფლიო ბანკის დელეგაციის ვიზიტის ფარგლებში გამართულ სამუშაო შეხვედრას დაესწრო, სადაც სახიფათო ნარჩენების მართვის თანამედროვე სტანდარტების დანერგვის საკითხები განიხილეს.


სამუშაო შეხვედრა მსოფლიო ბანკის დელეგაციის ვიზიტის ფარგლებში, სახიფათო ნარჩენების მართვის თანამედროვე სტანდარტის დანერგვის საკითხზე, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში გაიმართა. 

შეხვედრის მონაწილეებმა იმსჯელეს სახიფათო ნარჩენების განთავსების თანამედროვე ობიექტისთვის საჭირო ტერიტორიის შერჩევასა და პროექტის მოსამზადებელ პროცედურებზე. ასევე ხაზი გაესვა ყველა დაინტერესებული მხარის ჩართულობისა და საზოგადოების ინფორმირების მნიშვნელობას.

კომენტარის დატოვება

თარგმნეთ »

Discover more from Region News

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading