მარნეულის მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრის ქორეოგრაფიული ანსამბლი „იბერია“ ქალაქ რუსთავში მიმდინარე ქორეოგრაფიულ კონკურს-ფესტივალ „ქართულში“ მონაწილეობს

ფესტივალი რუსთავის მერიის ინიციატივით უკვე მესამედ ტარდება და 10-20 ივნისის პერიოდში საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან ჩამოსულ ქორეოგრაფიულ კოლექტივებს მასპინძლობს.
კონკურსის გამარჯვებულებს ჟიური 20 ივნისს, 10 სხვადასხვა ნომინაციაში გამოავლენს. ფესტივალის მთავარი ჯილდოს – გრანპრის მფლობელი 10 000 ლარსა და სპეციალურ გარდამავალ თასს მიიღებს.


მარნეულის კულტურის ცენტრი წარმატებას უსურვებს ანსამბლ „იბერიას“ და მის მოცეკვავეებს, რომლებიც კონკურს-ფესტივალზე მუნიციპალიტეტს ღირსეულად წარმოადგენენ.