მარტყოფის კულტურის სახლში ანსამბლ „მერცხალის“ დასკვნითი საჩვენებელი კონცერტი გაიმართა

მარტყოფის კულტურის სახლში ხალხური საკრავების ანსამბლ „მერცხალის“ დასკვნითი საჩვენებელი კონცერტი გაიმართა. ანსამბლს ხელმძღვანელობს გიორგი ქისტაური.
ღონისძიებაში „მერცხალთან“ ერთად მონაწილეობდნენ ქორეოგრაფიული ანსამბლი „კვირიკე“ და ვოკალური წრის აღსაზრდელები, ნია გოგოჩაშვილის ხელმძღვანელობით.


კონცერტზე წარმოდგენილი იყო მრავალფეროვანი მუსიკალური და ქორეოგრაფიული ნომრები, რომლებშიც ახალგაზრდებმა საკუთარი ნიჭი, შემოქმედებითი შესაძლებლობები და სასწავლო წლის განმავლობაში მიღებული გამოცდილება წარმოაჩინეს.
