კოდის წმინდა ნინოს სახელობის ტაძარში საქართველოს გაქრისტიანების 1700 წლის იუბილესადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა

16 ივნისს, სოფელ კოდის წმინდა ნინოს სახელობის ტაძარში საქართველოს გაქრისტიანებიდან 1700 წლის იუბილესადმი მიძღვნილი ღონისძიება – „1700 წელი რწმენის გზაზე“ გაიმართა.

ღონისძიების ფარგლებში მოეწყო ბავშვების მიერ შექმნილი თემატური ნამუშევრების გამოფენა, ხოლო მონაწილეებმა საქართველოს ქრისტიანული ისტორიის მნიშვნელოვანი მოვლენები გაიხსენეს.

დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა ტაძრის წინამძღვარმა მამა გიორგიმ, რომელმაც ქრისტიანული სარწმუნოების მნიშვნელობასა და ქართველი ერის ცხოვრებაში მის განსაკუთრებულ როლზე ისაუბრა.

ღონისძიების მომხსენებელი კოდის სასოფლო ბიბლიოთეკის ბიბლიოთეკარი ნათია ბაღაშვილი იყო. შეხვედრა თბილ და საზეიმო გარემოში წარიმართა და მას ესწრებოდნენ ა(ა)იპ თეთრიწყაროს კულტურისა და სპორტის ცენტრის დირექტორი დავით ყაზახაშვილი, დირექტორის მოადგილე ბექა ჯანხოთელი, დირექტორის თანაშემწე ზამირა ხაჭვანი, ხელოვნების სამსახურის უფროსი დავით ფაღავა, საბიბლიოთეკო განყოფილების უფროსი ქეთევან მაისურაძე, სახელოვნებო განყოფილების უფროსი ზეინაბ აბულაძე, ფოლკლორის სამსახურის უფროსი ხათუნა თავართქილაძე, ასევე მოწვეული სტუმრები.

Leave a Reply

თარგმნეთ »

Discover more from Region News

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading