თეთრიწყაროელმა ძიუდოისტებმა დავით ნავერიანის სახელობის ტურნირზე სამი მედალი მოიპოვეს
16-17 ივნისს, ქალაქ ბოლნისში გამართულ დავით ნავერიანის სახელობის ძიუდოს ტურნირზე ა(ა)იპ თეთრიწყაროს კულტურისა და სპორტის ცენტრის ძიუდოს სექციის სპორტსმენებმა წარმატებით იასპარეზეს.
ტურნირზე მამუკა გულბანმა ოქროს მედალი და პირველი ადგილი მოიპოვა, ხოლო ლუკა გულბანი და გაბრიელ ჯამბურიძე ბრინჯაოს მედლებს დაეუფლნენ.
მწვრთნელები – გეგი თამლიანი და სოლომონ ლიპარტელიანი.