მარნეულში წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში ნებაყოფლობით ჩართვისთვის ოჯახებს მადლობა გადაუხადეს

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო გაწვევისა და რეკრუტირების სააგენტოს ორგანიზებით, მარნეულში წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში ნებაყოფლობით დარეგისტრირებულთა ოჯახებს მადლობის წერილები გადაეცათ.

ღონისძიებას ესწრებოდნენ მარნეულის საკრებულოს თავმჯდომარე ამირან გიორგაძე, პარლამენტის წევრი ზაურ დარგალი და მერი დაურ ისმაილოვი.

შეხვედრაზე ასევე განიხილეს თავდაცვის კოდექსში შეტანილი ცვლილებები, რომლის მიხედვითაც 2025 წლიდან წვევამდელთა სამხედრო სამსახური მხოლოდ თავდაცვის ძალებში განხორციელდება და მისი ხანგრძლივობა 6, 8 ან 11 თვეს შეადგენს.

Leave a Reply

თარგმნეთ »

Discover more from Region News

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading