ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერი, ზამურ ჭითანავა, ქალაქ ბოლნისსა და დაბა კაზრეთში მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსების გადახურვის მიმდინარე და დასრულებულ სამუშაოებს გაეცნო

ბოლნისის მუნიციპალიტეტის მასშტაბით მიმდინარე წელს 7 მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის დაზიანებული სახურავის სარეაბილიტაციო სამუშაოები განხორციელდება
უკვე დასრულდა დაბა კაზრეთში N97/3 და ქალაქ ბოლნისში, დავით აღმაშენებლის ქუჩა N1-ში, მდებარე მრავალბინიანი კორპუსების სახურავების აღდგენითი სამუშაოები.
ამ ეტაპზე სარეაბილიტაციო სამუშოები უტარდება დავით აღმაშენებლის ქუჩა N9-ში, N11-სა და N39-ში მდებარე მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების დაზიანებულ სახურავებს.
უახლოეს პერიოდში სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდება დავით აღმაშენებლის ქუჩა N19-სა და N27-ში მდებარე მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების სახურავებს.
სამუშაოები რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით ხორციელდება და საერთო ღირებულება 464 109 ლარს შეადგენს.

მერთან ერთად მიმდინარე და დასრულებული პროექტები მერიის სივრცითი მოწყობისა და ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსმა, გიორგი ღიბრაძემ, ადმინისტრაციული სამსახურის უფროსმა, გიორგი გასვიანმა და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებმა დაათვალიერეს.